აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელიდან უკვე გამოთქვეს თავიანთი პოზიციები. იქნა გამოყენებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა “შემაშფოთებელი”. რაც ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ინიციატივა 12 პრიორიტეტიდან მინიმუმ ორთან არის შეუთავსებელი. ერთი პრიორიტეტი - მედიის თავისუფლების შესახებ, მეორე - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ.
ასე რომ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ცუდი მესიჯი და ცუდი დროა, მაგრამ გულწრფელად მაქვს იმედი, რომ რამენაირად ეს ინიციატივა იქნება გადასინჯული და რამენაირად ამოღებული იქნება სამომავლო მუშაობიდან, ვინაიდან ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს.
ასე რომ, დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.