კაილი ჯენერი დიდი ხნის განმავლობაში ქალ ვარსკვლავებს შორის Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერით ლიდერობდა, თუმცა ახლახან საპატიო სტატუსი სელენა გომესმა ჩამოართვა. სელენას ახლა 381 მილიონი გამომწერი ჰყავს, კაილის კი — 380 მილიონი.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გომესი უფრო და უფრო აქტიურად პოსტავს ინსტაგრამზე, თუმცა, მისი თქმით, TikTok-ია ერთადერთი პლატფორმა, რომელიც მობილურში აქვს. ვარსკვლავის თქმით, ინსტაგრამის აპლიკაცია წლების წინ წაშალა მობილურიდან და ყველა მასალას ასისტენტს აწვდის დასაპოსტად.
"მხოლოდ TikTok-ის აპლიკაცია მაქვს მობილურში, რადგან ეს პლატფორმა ნაკლებად მტრულია. ყველაფერს, რისი დაპოსტვაც მინდა, ჩემს ასისტენტს ვუგზავნი. რაც შეეხება კომენტარებს, ჩემი გუნდი კრებს და მაჩვენებს ხოლმე იმ კომენტარებს, რომლებიც გამამხნევებელია."
ვარსკვლავის თქმით, სოციალური მედიისგან შესვენება პარტნიორთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ეს მისთვის რთული პერიოდი იყო და არ უნდოდა, ეკითხა დაუსრულებელი კომენტარები, თუ როგორ ადარებენ სხვა ქალს.