მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, მედიააკადემიაში მესამე სემინარი ჩატარდა, სადაც მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდები შეისწავლეს იმ პედაგოგებმა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერებს საგანს წარუძღვებიან.
მედიაწიგნიერების საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით გაივლიან. კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს ახორციელებს.
პროექტი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს მიზნად.