საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაში მონაწილეობას აგრძელებს. სესიაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაეროს ძირითადი პრინციპების - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ.
ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხევდრები გამართა გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ მხრივ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას.