ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და სტუდენტები, საზოგადოების წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მიმართ სოლიდარობას ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საქართველოს პარლამენტთან გამოხატავენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გაჟღერებული განცხადებები არ ასახავს საზოგადოების და ქართველების დამოკიდებულებას. მათივე თქმით მნიშვნელოვანია რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ დაინახოს თანადგომა და მხარდაჭერა ქართველების მხრიდან.
"ეს არის საქართველო - დიდება გმირებს" ამ სახელწოდებით სოლიდარობის აქცია დღეს 19:00 საათზე დაიწყება.