მსოფლიო ვაჭრობამ უკრაინის კრიზისის ფონზე მდგრადობა გამოავლინა და მისი მაჩვენებლები იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინები იყო. ამის შესახებ საუბარია მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში, სადაც ხაზგასმულია, რომ გასულ წელს რუსული ექსპორტი 15,6%-ით გაიზარდა ღირებულებით გამოხატულებაში, ვინაიდან გაიზარდა ფასი საწვავზე, მარცვლეულსა და სასუქებზე, მაშინ როცა უკრაინის ექსპორტი ღირებულებით ნაწილში 30%-ით შემცირდა.
ექსპერტების განცხადებით, ვაჭრობის მდგრადობა განპირობებულია იმით, რომ უკრაინის კრიზისით ძლიერ დაზარალებულმა ქვეყნებმა იპოვეს მიწოდების ალტერნატიული გზები.