„დიდი შვიდეულის“ ჯგუფის (G7) ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებები 39 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდეს. ამის შესახებ ნათქვამია G7-ის ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, განვაგრძობთ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს მოკლევადიანი დაფინანსების მიმართ. 2023 წლისთვის, უკრაინის მთავრობის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერის ვალდებულებები 39 მილიარდ აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი ვალდებულებები და მათი სწრაფი განაწილება უკრაინას საშუალებას აძლევს, განაგრძოს ძირითადი სერვისების მიწოდება, განახორციელოს დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთება და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია. ეს ფინანსური მხარდაჭერა ემატება ჩვენს სასიცოცხლო სამხედრო მხარდაჭერას, უკრაინის სამხედრო წვრთნებს, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.