19 საათზე დაანონსებულ უკრაინის სოლიდარობის მხარდამჭერ აქციის მნიშვნელობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი საუბრობს. მისი თქმით, დღეს დაანონსებული აქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რომელიც არის ერთგვარი ჩვენება დასავლელი პარტნიორებისათვის, რომ საქართველო არის ერთგული ევროპული კურსის. ამასთან, როგორც თავად განმარტავს, აქციაზე გააპროტესტებენ "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტსაც.
დაგეგმილ აქციას უერთდება ექსპერტი გიორგი რუხაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" სამარცხვინოდ იქცევა არა მარტო უკრაინელი ხალხის მიმართ, არამედ ზოგადად, დასავლეთთან მიმართებით.