ევროკომისიამ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა. როგორც გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისიის ყველა თანამშრომელს დღეს დილით მათი სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან 15-ტ მარტამდე „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალეს. მათ უნდა წაშალონ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობით სამსახურთან დაკავშირებულ აპლიკაციას იყენებენ. თუ ევროკომისიის რომელიმე თანამშრომელს არ სურს, პირადი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან „ტიკტოკის“ წაშლა, მან მოწყობილობიდან სამსახურებრივი აპლიკაცია უნდა წაშალოს.