ჩინეთში მეწყრის შედეგად ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 48-ს შეადგენს - Palitra News

ჩინეთში მეწყრის შედეგად ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 48-ს შეადგენს

2023-02-23 20:32:07+04:00

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის რეგიონში მეწყერის შედეგად ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 48-ს შეადგენს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მაშველები მაღაროში ჩარჩენილი მუშების ამოყვანას ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. ჩართულია ასობით მეხანძრე, მაშველი, ძაღლები და სპეციალური ტექნიკა. როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანი მაღაროში 500 მეტრის სიღრმეზე იმყოფება.