ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს - Palitra News

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს

2023-02-23 20:26:05+04:00

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.