უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის კიევში ვიზიტზე მუშაობს , - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნგრულ გამოცემა Index-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ვიზიტი დროული იქნება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე წავა [კიევში], საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა მუშაობს მის მომზადებაზე”, - აღნიშნა სიიარტომ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მას პირადად უკრაინის დედაქალაქში მოწვევა არ მოსვლია.
„თუ მოწვევას მივიღებ და შევძლებთ წინასწარ შევთანხმდეთ არსებით თემატიკასა და ვიზიტის დროზე, სიამოვნებით წავალ, მაგრამ ასეთი მოწვევა ჯერ არ მოსულა“, - აღნიშნა სიიარტომ.
ცნობისთვის, 10 თებერვალს ორბანის პრესმდივანმა ბერტალან ჰავაშიმ აღნიშნა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში შეხვედრის დრო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორბანი კიევში მიიწვია.