საბჭოთა არმიის შემოჭრიდან 102-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 102 წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები არის იმ გმირობის მაგალითი, რითიც მომავალი თაობები გაიზრდებიან. საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებას წინა წლებისგან განსხვავებით წელს სალომე ზურაბიშვილი აღარ დასწრებია.