რას უმზადებს სახელმწიფო რითეილ სექტორს? კანონი, რომელიც ევროდირექტივის შესაბამისად იწერება, წესით სურსათის გაიაფების საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა არის თუ არა ეს სწორი გზა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების დაწევის, საკამათო საკითხია. იმპორტიორები და დისტრიბუტორები ხელს სავაჭრო ქსელებისკენ იშვერენ, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელბი კი ამბობენ, რომ ე.წ. სოციალური პროდუქტები; ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მარილი და სხვა მათთან ისედაც დაბალ ფასად იყიდება და ამ პროდუქტების შემთხვევაში ფასნამატი სავაჭრო ობიექტის მხრიდან მხოლოდ 10 თეთრია. მოჰყვება თუ არა რამე რეალური, ხელშესახები შედეგი ხმამაღალ პოლიტიკურ დაპირებებს, ეს მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე უნდა იგრძნოს, თუმცა ჯერ რასაც ვისმენთ მხოლოდ ურთიერთბრალდებებია ძვირი სურსათის მიზეზებთან დაკავშირებით
რას უმზადებს სახელმწიფო რითეილ სექტორს? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ქსელური სუპერმარკეტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი