ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. სახელმწიფო უწყება ამბობს, რომ წამლებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა, რითაც მომხმარებელი ზარალდება, რადგან მისთვის აღარ არ არის ხელმისაწვდომი იაფი თურქული წამალი. მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტრო ეჭვობს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ერთდროულად, შეთანხმებულად, ფასები თურქულ მედიკამენტებზე მაქსიმალური მოგების მიზნით გაზარდეს, რომ რაღაცნაირად დაებალანსებინათ ის დანაკარგი, რასაც წამლებზე ზღვრული ფასის დაწესებით მიიღებდნენ. მოკლედ, საქმეში კინკურენციის სააგენტო ერთვება, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო იმუქრება, რომ გამოვლენილ დარღვევებზე სახელმწიფო უწყებას მკაცრი რეაგირება ექნება.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილი