ერთ წელიწადში რუსების მიერ საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თითქმის 50%-ით გაიზარდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,89%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანია BD-GROUP-ის ექსპერტებმა სააგენტო Lente.ru-ს განუცხადეს.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენაზე რუსების მხრიდან მოთხოვნა, 2022 წლის იანვართან შედარებით, 47,39%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით 192%-ით. მიმდინარე თვის დასაწყისში BD-GROUP-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის გლობალურ მოთხოვნაში ლიდერები გახდნენ.
კომპანიის მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებლის შეძენის მომართვიანობაში რუსების წილმა გასულ წელს 86,32% შეადგინა.