"ბიძია ტომის ქოხი" ამერიკელი მწერლის, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომანია. წიგნი თავდაპირველად, 1851-1852 წლებში სერიებად იბეჭდებოდა გაზეთში The National Era. 1852 წლის 20 მარტს კი უკვე ცალკე წიგნადაც გამოიცა.წიგნის მოქმედება იწყება კენტუკში. იქაური ფერმერი, სახელად არტურ შელბი, ვალების გამო დგება ფერმის დაკარგვის საფრთხის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილადაა განწყობილი საკუთარი მონების მიმართ, იძულებული ხდება რამდენიმე მათგანი გაყიდოს. მათ შორისაა ბიძია ტომი, რომელიც ახალი ბატონის აუგუსტინ სენ-კლერის ოჯახში მოხვდება. სენ-კლერი ძალიან კარგი ადამიანი და კარგად ექცევა მას , ტომი მალევე დაუახლოვდება სენ-კლერის პატარა ქალიშვილს, ევას და ისინი ძალიან კარგი მეგობრები ხდებიან, თუმცა ორი წლის შემდეგ ევა ავად ხდება და იღუპება. ევას გარდაცვალებას გადატანას ვერაფრით ახერხებს სენ-კლერი. ერთ დღეს იგი სახლიდან გადის და უკან მძიმე ჭრილობით ბრუნდება , რის შემდეგაც მალევე იღუპება.
სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ მისი მეუღლე ყველა მონას ყიდის. ამჯერად ბიძია ტომი მონათმფლობელ ლეგრთან აღმოჩნდება, რომელიც განსხვავებით წინა ბატონებისგან , საშინლად ექცევა საკუთარ მონებს. იგი ცდილობს ჩაკლას ბიძია ტომში ღმერთისადმი რწმენა. ამასთან ერთად, ლეგრი აღფრთოვანებულია ტომის ფიზიკური სიძლიერით და მას განიხილავს მონების ზედამხედველად. თუმცა ტომი უარს აცხადებს ბატონის მოთხოვნაზე და მის მიმართ დაუმორჩილებლობას იჩენს რაც მას სიცოცხლის ფასად უჯდება. ბიძია ტომის სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ლეგრისთან ჩამოდის არტურ შელბის ვაჟი, ჯორჯი, რათა თავისუფლება აჩუქოს ბიძია ტომის, თუმცა აღმოაჩენს, რომ ძალიან გვიანია.ჰარიეტ ელიზაბეტ ბიჩერი დაიბადა ლიჩფილდში 14 ივნისს, 1811 წელს.ის 13-დან მეშვიდე შვილი იყო ოჯახში. მისი მამა, განთქმული რელიგიური ლიდერი ლიმან ბიჩერი იყო, ხოლო დედა, როქსანა ფუტი.
ჰარიეტი ჩაირიცხა სემინარიაში , რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი და ეკატერინე, სადაც მიიღო განათლება, რომელიც მოიცავდა უცხო ენებისა და მათემატიკის შესწავლას. მოგვიანებით იგი ცინცინატიში ოჰაიოს შტატში გადავიდა მამასთან ერთად და აქვე გაწევრიანდა ლიტერატურულ სალონსა და საზოგადოებრივ კლუბში, რომლის წევრებიც იყვნენ ბიჩერის დები, კლუბში გაიცნო მან მისი მომავალი მეუღლე კალვინ ელის სტოუ , სემინარიის პროფესორი რომელიც ასევე იყო მოწინააღმდეგე მონობისა.
„ბიძია ტომის ქოხი“ იყო მე-19 საუკუნის ყველაზე გაყიდვადი რომანი და მეორე ადგილს იკავებდა ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის. ამ მხრივ მას მხოლოდ ბიბლია უსწრებდა. წიგნის გამოცემის პირველ წელს 300,000 ეგზემპლარი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში , მილიონამდე მიაღწია გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში 1855 წელს, გამოცემიდან სამი წლის შემდეგ სტოუს რომანს უკვე უწოდეს იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე პოპულარი რომანი. 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დაასახელეს.
ვარაუდობენ, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომანმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ამერიკელი ხალხის აზროვნებაზე და დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებაში. მისი გამოცემის შემდეგ ფაქტობრივად, აშშ ორად გაიყო. მოსახლეობის ერთ ნაწილს, განსაკუთრებით დაბალ ფენასა და ღარიბ მოსახლეობას ძალიან მოეწონა იგი, თუმცა მდიდრებს, განსაკუთრებით სამხრეთის შტატებში მცხოვრებ მონათმფლობელებს, რომანი არ მოეწონათ. სამოქალაქო ომის საწყის ეტაპზე, 1862 წელს სტოუმ ვაშინგტონში იმოგზაურა, სადაც პრეზიდენტ ლინკოლნს შეხვდა. მათი საუბრის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია ლინკოლნის გამონათქვამი ჰარიეტის დანახვის შემდეგ „მაშ, თქვენ ხართ ის პატარა ქალი, რომლის წიგნმაც დაიწყო ეს დიდი ომი“.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე პალიტრა ელ წერტილი ჯი.