უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 90-მდე შეტევა. უწყება ამბობს, რომ რუსეთის ძირითადი ძალისხმევა ისევ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებითაა კონცენტრირებული. კუპიანსკი-ლიმანის ხაზზე შეტევის ტემპის გაზრდაზე საუბრობენ, ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტებიც.