სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჰქონდა მოწყობილი. ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.