პრეზიდენტის შეცვლა აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების ცვლილებას არ გამოიწვევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლეტმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე პასუხისას თუ რა მოხდება 2024 წელს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, ჩოლეტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარება იმ არამრავალრიცხოვან საკითხებს განეკუთვნება, რომელზე "დემოკრატებიც" და "რესპუბლიკელებიც" თანხმდებიან. მისი თქმით, ომის დაწყებიდან გასული ერთი წლის განმავლობაში აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, რაც 2021 წლის უკრაინის თავდაცვით ბიუჯეტს ექვსჯერ აღემატება.