"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში აქციებს აგრძელებს - სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მარნეულში გაიმართება - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში აქციებს აგრძელებს - სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მარნეულში გაიმართება

2023-02-23 09:07:19+04:00

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში აქციებს აგრძელებს. მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ამჯერად მარნეულში გაიმართება. სააკაშვილის მხარდამჭერები 13 საათზე შეიკრიბებიან. მათ სიტყვით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი მიმართავენ.