ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილს საუბარი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის კონტექსტში შეეხო.
ამასთან დაკავშირებით შაჰინმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. სენატორმა შეაფასა კამპანიაც, თითქოს შეერთებული შტატები, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვედრები ჰქონდათ, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მესამე სექტორთან.