თანამედროვე ფარმაცევტული წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის სტრუქტურაში მაღალტექნოლოგიური და მძლავრი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ხარისხიანი პროდუქტების წარმოების მყარ გარანტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით GM PHARMA-ში, პრაქტიკულად მისი დაარსების დღიდან, ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლისა - ქიმიურ-ინსტრუმენტული ანალიზისა და მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიები, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით და აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყო - დანადგარებით.
GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
აღსანიშნავია, რომ GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს. ამჟამად კომპანია ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის - EU GMP - აუდიტისთვის მზადების პროცესშია.