სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო იქმნება. ახლად შექმნილი სამმართველო გაამარტივებს გამოძიების პროცესში მსხვერპლის ჩართულობასა და გამომძიებელთან კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირებას და გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინფორმირებულობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ , მოადგილეებთან ერთად აღნიშნული ინიციატივა განსახილველად და რეკომენდაციების მისაღებად არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინა.