მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ და ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ოფიციალური შეხვედრა გამართეს. ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება, ეკონომიკური სიმტკიცე და სამრეწველო განვითარება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბჟანიამ და ლუკაშენკომ განიხილეს.