კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან... ძალიან კარგია ეს პროცესი - რა განცხადებას აკეთებს ირაკლი კობახიძე - Palitra News

კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან... ძალიან კარგია ეს პროცესი - რა განცხადებას აკეთებს ირაკლი კობახიძე

2023-02-22 15:11:03+04:00

კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი - ისინი კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან. ძალიან კარგია ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარეა და მას არავინ არაფერს ეკითხება.