ქალაქ ლონდონის მცხოვრებლებს სახელმწიფო აფრთხილებს, რომ მალე ქალაქის ცენტრში სფეროს ფორმის მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ლას-ვეგასში მდებარეობს და ხშირად „მზეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.
ლონდონის დაგეგმარების კომიტეტმა თანხმობა გასცა, რომ ბიგ-ბენის ზომის შენობა, რომელსაც 36 მილიონი ლედ განათება ექნება, ქალაქის ცენტრში აშენდეს.
ამავე შენობის ლას-ვეგასის ვერსია, რომლის მშენებლობაც 2023 წელს დასრულდება, გასულ კვირას პირველად შეამოწმეს. საკონცერტო დარბაზის ნათებამ თითქმის 2 მილს მიაღწია.
გამომდინარე იქიდან, რომ ლას-ვეგასის მცხოვრებლები უკვე შეჩვეული არიან ღამე ქალაქის შუქების ნათებას, შესაძლოა სხვა ადგილზე აშენებულმა საკონცერტო დარბაზმა გარშემო მცხოვრებლების დისკომფორტი გამოიწვიოს.
ამის გამო, მიუხედავად დაგეგმარების კომიტეტის თანხმობისა, ლონდონის ასობით მცხოვრებლები აპროტესტებენ საკონცერტო დარბაზის მშენებლობას და ამბობენ, რომ მისი სინათლე და ხმა ძალიან შემაწუხებელი იქნება.
ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილის მეთ ჰენკოკის თქმით, სფეროს ფორმის დარბაზი ლონდონის ეკონომიკას £2.5 მილიარდამდე გაზრდის.