„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯვრის მონასტერში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა და ტაძარი ინგრევა. ლევან ხაბეიშვილი თეა წულუკიანს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ის ასევე შეახსენებს მინისტრს, რომ მისი პარტია მზად არის გელათთან დაკავშირებით სპეციალისტები ჩამოიყვანოს და რეაბილიტაცია ფინანსურად უზრუნველყოს.