აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ნატო-ს გენერალურ მდივანს და „ბუქარესტის ცხრიანის“ ქვეყნების ლიდერებს შეხვდება - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ნატო-ს გენერალურ მდივანს და „ბუქარესტის ცხრიანის“ ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

2023-02-22 12:17:31+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და „ბუქარესტის ცხრიანის“ ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.

როგორც მედია წერს, ბაიდენი ვაშინგტონში ოთხშაბათს საღამოს დაბრუნდება. „ბუქარესტის ცხრიანი“ 2015 წელს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, შეიქმნა. მისი წევრები პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლიტვა, ესტონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არიან.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში სიტყვით გამოვიდა, სადაც მან განაცხადა, რომ „ახლა ისტორიის გარდამტეხი მომენტია, რომელიც ათწლეულებით განსაზღვრავს მომავალს.” გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ „უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, ნატო არ დაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით“.