შეწყვეტს თუ არა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო ბოიკოტს? - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება ორად იყოფა. პარტიის ნაწილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხი ძალის“ მიერ შემუშავებულ აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მათ საპარლამენტო დებატებში ჩართვას მოითხოვს.
პარტია „გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, საპარლამენტო ბოიკოტს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაცია შეუძლია. ის მიიჩნევს, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის ჩართვა პროცესებს უფრო გააჯანსაღებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, კი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საერთო გეგმაზე უნდა ჩამოყალიბდეს.