პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომალაურმა უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებსა და რეფორმებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ჯარში სავალდებულო გაწვევასაც. პარტია "გირჩის" ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც წვევამდელთა უმეტესი რაოდენობა მომზადებას არა გორის სამხედრო ბაზაზე, არამედ შინაგან საქმთა სამინისტროში გადის. მისი შეფასებით, უწყებას ჯართან არანაირი კავშირი არ აქვს.
ვახტანგ გომელაურის ანგარიში დადებითად შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნაკისრ ვალდებულებებს თავს კარგად ართმევს.