დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემცირებული მონაცემები და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის სტატისტიკა - შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში 2022 წლის მუშაობა შეაჯამა.
ქვეყნის პირველმა პოლიციელმა ყურადღება უწყებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა. მათ შორის დაგეგმილ და განხორცილებულ რეფორმებზე. გომელაურმა ისაუბრა კრიმინალური პოლიციიის რეფორმასა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე, სისტემის სპეციალური ტექნიკით აღჭურვასა და განახლებულ ავტოპარკზე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობასთან კოორდინაციით შს სამინისტრო საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებისთვის 3 შვეულმფრენს შეისყიდის.გომელაურმა რუსეთიდან შემომსვლელთა შესახებ ოპოზიციის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბოლო 2 წელთან შედარებით რუსეთიდან შემოსვლის მსრუვლეთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამავე დროს მაღალია საქართველოდან მათი გასვლის მაჩვენებელიც.