საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.