სამეფო ოჯახის წევრების ჩაცმულობა ალბათ არაერთი ადამიანის ინსპირაციის წყარო გამხდარა.
განსაკუთრებით საყურადღებოა პრინცესა ქეით მიდლტონის სტილი, რომელიც ყოველთვის კლასიკური, დახვეწილი და ყველასგან გამორჩეულია.
სამეფო ოჯახის წევრი გავლენიან დიზაინერებთან და მოდის სახლებთან ხშირად თანამშრომლობს. მას რამდენიმე გამორჩეული ფავორიტი დიზაინერი ჰყავს, რომელთა სამოსს არაერთხელ ირგებს.
პრინცესა ქეითის ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი ბრენდი “ალექსანდრ მაკქუინია”. სამეფო ოჯახის წევრს იმდენად უყვარს აღნიშნული ბრენდის სამოსი, რომ გარდერობიდან კონკრეტულ საღამოს კაბებს წითელ ხალიჩებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე რამდენჯერმა ირგებს.
ქეითი BAFTA-ს დაჯილდოებაზე სწორედ იმ კაბით გამოჩნდა, რომელიც მას ზუსტად იმავე ღონისძიების წითელ ხალიჩაზე 2019 წელს ეცვა.
რა თქმა უნდა, ქეითის სტილი ამ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ უფრო დაიხვეწა, ამჯერად კაბას პრინცესამ შავი ხელთათმანები შეუხამა, რამაც მისი იმიჯი კიდევ უფრო დახვეწილი და გლამურული გახადა.