იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა - Palitra News

იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა

2023-02-21 15:24:43+04:00

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მელონის ოფისში, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ვიზიტის შესახებ დეტალებს არ ახმაურებენ.

დასავლური მედია წერს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ჩასვლა განიხილება, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ ფონზე, როდესაც მისი კოალიციური პარტიის ლიდერმა სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა.