ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ 24 თებერვლის აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. ისინი აქციის დღეს, 6 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეზოში შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლებენ.
სტუდენტების განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდობამ საჯაროდ გამოხატოს უკრაინის მიმართ სოლიდარობა და სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ შუერთდნენ 24 თებერვლის აქციას.