"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თბილისის ორგანიზაციის ოფისი და „მიშას გათავისუფლების შტაბი“ გახსნა“. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და თბილისში ურბანული და სატრანპორტო პრობლმაა, მნიშვნელოვანია "ერთიანი ნაციონალური მოძრობა" დედაქალაქში სტრუქტურულად ძლიერი იყოს. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მოსახლეობას მოუწოდებენ, პარტიის ოფიციალურ საიტზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირდნენ და ერთობლივად იმოქმედონ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.