“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!”, “კახა რუსი, მკვლელი და მოღალატე“ - ამ ლოზუნგით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით მანამდე გაგრძელდება, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა თბილისის მერიაში ბანერის დატოვების უფლება არ მისცეს, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.