„ანტირუსული“ პროექტი დასავლეთის რევანშისტული პოლიტიკის ნაწილია. არსებობს მხოლოდ ერთი იდეა - ევროპაში ომის გაჩაღება სხვისი ხელით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, დასავლეთის ტაქტიკა უცვლელია და დასავლეთის ნეოლიბერალური პოლიტიკის მიზანი კვლავ ტრადიციული ღირებულებების ნგრევაა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებების შედეგად, მსოფლიოში, დაახლოებით, მილიონი ადამიანი დაიღუპა.
„ამერიკული სამხედრო კამპანიების შედეგად მსოფლიოში დაახლოებით მილიონი ადამიანი დაიღუპა და 30 მილიონზე მეტი ლტოლვილი გახდა. მსოფლიოში ამას არავინ დაივიწყებს", - განაცხადა პუტინმა.