მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.
„ეს არის მიუღებელი და სწორედ ამიტომ მე ჩემს გუნდთან ერთად გადავდგამ ყველა ნაბიჯს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიცვათ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს შვილებს,“ - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის „პროთავისი“ და ის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველას ჩამოართმევს ხელს.