სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სურსათის კვლევის მიმართულებით დასანერგი დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს.
დუშეთის ლაბორატორიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს ცხოველთა დაავადებებისა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით.
გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დუშეთის ლაბორატორიას სურსათის კვლევის მიმართულებაც დაემატება