საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს - Palitra News

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს

2023-02-21 12:14:05+04:00

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.

კონფერენციაზე - „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“, სპეციალიტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.