ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ,,საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და სამი მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები სპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებენ.