ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული დათი ქოქრაშვილი სკოლაში პირველად მივიდა. შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ დათის, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გამამხნევებელი შეძახილებით და აპლოდისმენტებით დახვდნენ . რაც შეეხება 9 წლის დათის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოზარდის დედა აცხადებს რომ დათი მკურნალობას საქართველოში აგრძელებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.