უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერას გადაწყვეტს, მსოფლიო ომი მოხდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ამ ომში რუსეთის ფედერაციას მხარს არ უჭერდეს. ფაქტობრივად, ვისურვებდი, რომ ის ჩვენს მხარეს იყოს. თუმცა, ამ დროისთვის, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ Die Welt-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია პრაგმატული შეფასება გააკეთოს იმის შესახებ, რაც ხდება.
„ვხედავ, ჩინეთს აქვს შესაძლებლობა, გააკეთოს პრაგმატული შეფასება იმის შესახებ, რაც აქ ხდება. იმიტომ, რომ თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება და ვფიქრობ, რომ ჩინეთმა ეს იცის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი, რომელიც შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, დღეს რუსეთში ჩადის.