პროკურატურა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. შუამდგომლობა პროკურორმა დღეს სასამართლო პროცესზე დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ესებუამ მხოლოდ ის თქვა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.