საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საწვავისა და სურსათის ფასების დარეგულირებაზე მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროდუქტებზე ფასების ზრდაა, რომლის დარეგულირების შემთხვევაშიც ინფლაციის პრობლემაც მოგვარდება. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს საწვავის გაზრდილი ფასების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.