"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს. პარალელურ რეჟიმში თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში იმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.