მიმდინარე წლის იანვარში, ბათუმში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა - Palitra News

მიმდინარე წლის იანვარში, ბათუმში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა

2023-02-20 13:10:43+04:00

მიმდინარე წლის იანვარში, ბათუმში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის იანვართან შედარებით 75%-ით, 1,330 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 98%-ით არის გაზრდილი და 58 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საცხოვრებელი ბინების გაყიდვების განახლებულ მიმოხილვას Colliers Georgia აქვენებს.

ამ მონაცემების მიხედვით, ბათუმში აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 34%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 924 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 674 დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 72%-იანი ზრდა დაფიქსირდა. იანვარში ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იყო, მოთხოვნის ზრდამ ამ შემთხვევაში 339% შეადგინა. ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი მოთხოვნის 39% და 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა.