საქართველოში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 %შეადგინა. ამავე პერიოდში, დაქირავებულთა რიცხოვნობა თითქმის 43 ათასი კაცით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.